მესი “ოქროს ბურთის” მფლობელი მეექვსედ გახდა (ვიდეო)

არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესი “ოქროს ბურთის” მფლობელი მეექვსედ გახდა. "ბარსელონას" თავდამსხმელის მთავარი კონკურენტები „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირგილ ვან დეიკი და „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდო იყვნენ, რომლებმაც საბოლოოდ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. 

ლიონელ მესი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გახდა. მესი „ოქროს ბურთს“  2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებშიც დაეუფლა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე არგენტინელმა 54 თამაშში 46 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"