"ელჩებმაც დაინახეს, რომ „გერმანულ მოდელს“ საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  30 ნოემბერს ოპოზიციასთან შეხვედრისას ელჩებმა დაინახეს, რომ  „გერმანულ მოდელს“ საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. 

„ჩვენ, უკვე დავსხედით მაგიდასთან და ვსაუბრობთ ოპოზიციასთან. როგორც ნახეთ, წინა ფორმატში წარმოდგენილი იყვნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე პარლამენტის სხვადასხვა მოწვევის თავმჯდომარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია. ჩვენ დავიწყეთ საუბარი „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს, ეს რეალურად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე. ეს სხვა შესაძლებლობები ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებისას უფრო კონკურენტული, უფრო გამჭირვალე და უფრო თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს