ივანიშვილს უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზად უცხოეთში ქართველების სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმება მიაჩნია

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზად  უცხოეთში ქართველების სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმება მიაჩნია.

როგორც მან „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

“ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან. როგორც სახელმწიფო, ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რა დეფიციტიც ევროპელებს აქვთ. მათ აქვთ სამუშაო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა ჩვენი ძირითადი პრობლემა. გაიხსენეთ პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ბულგარეთი – ასეთივე გაცლილია, როგორც საქართველო.  ეკონომიკური სხვაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალია ხელფასები, იქ გადაედინება მუშახელი. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები“, აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად არიან დასაქმებულნი და ამის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, შესაძლოა ამ გზით დაბრუნდნენ და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე ევროპაში ლეგალურად წავიდნენ:

„მათი უმეტესობა არალეგალურადაა დასაქმებული. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და არიან ღირსებაშელახულები. ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა გერმანიასთან და შეიძლება, რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში, პრინციპში, ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ლიბერთი ბანკი" გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა