TOYOTA–მ პირველი ენერგოდამოუკიდებელი ხომალდი ავტონომიურ მოგზაურობაში გაუშვა

კომპანია TOYOTA მთავარი ინვესტორი გახდა უახლესი ექსპერიმენტული ხომალდის პროექტისა, რომელიც, კონსტრუქტორების ჩანაფიქრის თანახმად, არანაირ საწვავს არ საჭიროებს და ჰიბრიდული ძრავით იმუშავებს, მიიღებს რა ენერგიას მზის, ქარისა და ტალღებისგან. 


როგორც კონსტრუქტორები განმარტავენ, ხომალდს საწვავის სარეზერვო წყარო მაინც ექნება, თუმცა საკმაოდ უჩვეულო: ეს იქნება წყალბადის საწვავი ელემენტი, თუმცა ისიც უმთავრესად ზღვის წყლით მომარაგდება. 

თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, ინოვაციური ნავი პირველ ენერგოდამოუკიდებელ ხომალდად იქცევა იალქნიანი გემების ეპოქიდან.

თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, ეს იალქნიანი ნავი უნდა ყოფილიყო, თუმცა კონსტრუქტორებმა იდეის განვითარება და პროექტირებაში უფრო ღრმად შესვლა გადაწყვიტეს. 

პროექტი დასაბამს 1983 წელს იღებს. მაშინ ინჟინერმა ნაიჯელ აირენსმა ენერგოდამოუკიდებელი ხომალდის მსგავსი რამ შექმნა და ამ უკანასკნელმა რამდენიმე საინტერესო რეკორდის დამყარებაც კი შეძლო.

ხომალდს «Energy Observer» უწოდეს. ის შედარებით მცირე ზომის, ორკორპუსიანი ხომალდი იქნება, რომლის სიგრძე 30,5 მეტრს მიაღწევს, ხოლო მაქსიმალური სიგანე 12,8 მეტრს, წყალწყვა – 28 ტონა. მას არც ეკიპაჟი ეყოლება და არც ტვირთი ექნება. ბორტზე მხოლოდ სხვადასხვაგვარი კვლევითი აპარატურა იქნება წარმოდგენილი, რომელიც კონსტრუქტორებს 21–ე საუკუნეში უსაწვავო გემების სამომავლო განვითარების პოტენციალის განსაზღვრაში დაეხმარებათ. 

ხომალდს 6–წლიან ავტონომიურ მოგზაურობაში უშვებენ.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას 62 ადამიანი ემსხვერპლა