ქობულეთის საკრებულოს შენობაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქობულეთის საკრებულოს შენობაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ „ქართული ოცნების" წევრებს „ზონდერები“ უწოდა, რაზეც ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ნაციონალური მოძრაობას" წევრებს ასევე „ზონდერები“ უწოდა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა. სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე გაიყვანეს. ინციდენტის დროს შსს-მ ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ამ დროისთვის ქობულეთის მერიასთან სიმშვიდეა, ადგილზე რჩება პოლიცია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარიზში სამართალდამცველები აქციას შლიან (LIVE)