კალაძე – "ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაზე: "ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს"

"კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და თავ-პირის მტვრევას".

ამის შესახებ მმართველი პარტიის გენმდივნმა კახა კალაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"