იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უვადო მოსამართლედ დანიშნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

იუსტიციის საბჭოს მდივანს განავხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭომ ის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა.

კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს სრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატი იბრძვის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი