საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერმა რეინჯერთა მე-9 მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერი ლუსინე დოსტიბეგიანი რეინჯერთა მე-9 მსოფლიო კონგრესზე ნეპალში იმყოფებოდა.

კონგრესი  რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ქართველი რეინჯერი კონგრესს პირველად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს 72 ქვეყნის 600-მდე მეტი რეინჯერმა მიიღო.

ლუსინე დოსტიბეგიანმა მონაწილეობა მიიღო ქალ რეინჯერთა ჩართულობის მოდულში, სადაც კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა და წარმატებით წარადგინა საქართველოს დაცული ტერიტორიები. 

კონგრესის დასრულების შემდეგ მან ბრიტანელ რეინჯერებთან ერთად გაიარა სტაჟირების  6-დღიანი პროგრამა ჩიტვანის ეროვნულ პარკში, რომელიც მოიცავდა პატრულირებას ადგილობრივ რეინჯერებთან ერთად, ტყის მართვისა და სახეობების კონსერვაციის მიმართულებების გაცნობასა და ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან თანამშრომლობის საკითხებს.

კონგრესზე ქართველი რეინჯერის მონაწილეობას მხარი დაუჭირეს ბრიტანულმა ორგანიზაციამ Countryside Management Association, რეინჯერთა მხარდაჭერის ფონდმა The Thin Green Line Foundation, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში, ქალთა ფონდმა და ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"