შს მინისტრი - ვაჟა გაფრინდაშვილზე: "შეგვპირდნენ და გამოუშვებენ"

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლო პროცესების შემდეგ გაათავისუფლებენ. 

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი. ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ხაზგასასმელია, რომ ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს გამოუშვებენ. თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებულები ვართ. რაც უნდა ცხელი ომი იყოს, ექიმის დაკავება მსოფლიოში არსად შეიძლება და უშვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ და გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"