სტოლტენბერგი: "ჩინეთი გამოწვევაა"

ნატო-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი გამოწვევაა და ის მოხარულია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ამ გამოწვევის წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამენ

„ისტორიულად ნატო ფოკუსირებული იყო საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე. სიახლეა, რომ ჩვენ ასევე ვპასუხობთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს, რომელიც მოდის ჩინეთის აღზევებიდან, მაგრამ ეს აუცილებელად უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩინეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, აშშ-ის შემდეგ. ჩინეთმა ინვესტიციები დააბანდა თანამედროვე შეიარაღებასა და თავდაცვით სისტემებში. მათ შორის საკონტინეტთაშორისო რაკეტებშიც, რომლებსაც შეუძლიათ, მიაღწიონ ევროპას და აშშ-ს. ასევე, დააფინანსეს ზებგერითი იარაღი. ჩინეთმა ასევე მოახდინა საშუალო რადიუსის მქონე ასობით რაკეტის განლაგება, რაც დაარღვევდა შეიარაღების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას, ჩინეთი რომ მისი ნაწილი ყოფილიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ჩინეთის ზღვაში იქნება წარმოდგენილი, თუმცა ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას ჩინეთი უახლოვდება: 

"ჩინეთს ვხედავთ არქტიკაში, აფრიკაში. ჩინეთი ინვესტიციებს აბანდებს ევროპის ინფრასტრუქტურაში. ასევე, ჩინეთი არის კიბერსივრცეშიც. ასე რომ, ჩინეთი არის გამოწვევა და მიხარია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ამ გამოწვევებზე საპასუხო ნაბიჯებს ერთად დგამენ. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად ქმნის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს. ამდენად, სანამ ჩვენ ერთად ვართ, ყველა მეტოქეზე დიდები და ძლიერები ვართ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"