დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს თხოვნით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს თხოვნით მიმართავს, თუ ბავშვი წითელაზე 1-დან 5 წლის ასაკამდე ორჯელ არ არის აცრილი, აუცილებლად ასრად, რადგან "წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში".

მისი თქმით, წელს 140 000 ადამიანი აიცრა, რაც საკმარისი არაა. 

გამყრელიძის თქმით, ამჟამად ბაღებში და სკოლებში ბავშვების წითელაზე ასაცრელად რეგისტრაცია მიმდინარეობს.

"ჯერჯერობით წითელას შემთხვევების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ. წითელას ვერაფერი შეაჩერებდა აცრების გარდა. წელს დამატებით უკვე 140 000 ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს მიმდინარეობს ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, ასევე სკოლებში პირველკლასელების, ასე რომ, ყველა მშობელს უმორჩილესად ვთხოვთ, გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან, რადგან წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონს, რა დროსაც ტკიპები აქტიურობენ, ამირან გამყრელიძის თქმით, ტკიპები დათბობისთანავე დაიწყებენ სხვადასხვა დაავადებების გადატანას.

"უკვე, როგორც კი თბება, ტკიპებს გადააქვთ სხვადასხვა დაავადებები. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად", - აღნიშნა გამყრელიძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"