"გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო–ს წევრი გახდება, კვლავ ძალაშია"

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონში მიმდინარე სამიტზე საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, კვლავ ძალაშია.

"2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ამავდროულად, არ გვაქვს დასახული კონკრეტული ვადები. ამჟამად ყურადღება იმაზეა გამახვილებული, თუ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რეფორმების განხორციელებაში და თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატო არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გვაქვს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან, ვატარებთ მასშტაბურ წვრთნებს. პოლიტიკური ახლო კონტაქტი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატო-სთან დაახლოებაში, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს, ასევე, კარგია ნატო-სთვის, რადგან საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში", – განაცხადა სტოლტენბერგმა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს