"მთლად საფუძვლიანი არ არის არგუმენტი, რომ ეუთო-ში ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას"

"მთლად საფუძვლიანი არ არის არგუმენტი, რომ ეუთო-ში ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას" - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას, გაეგზავნოთ  ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და გავიხსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ჩვენი კანონმდებლების შექმნილი და ჩვენმა კანონმდებლებმა ყველაზე კარგად იციან, რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში, ვინც ტექსტზე იმუშავა, ვინც იცის, რა იგულისხმებოდა უშუალოდ ამ ტექსტში და რას მისცეს ხმა. აქედან გამომდინარე, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ეუთო-ში, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, მთლად საფუძვლიანი არგუმენტები აქ არ დევს. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაჟღერდა უკვე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან, ასევე ჩვენი პარლამენტარების პოზიციები, იმ ადამიანების, კონსტიტუციონალისტების, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის შექმნის პროცესში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველს მიმართავენ, „გერმანული მოდელი“ OSCE /ODIHR–ს გაუგზავნონ


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"