"არ ვიცოდით" – პოლიცია ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" ოფისთან 1 საათის შემდეგ მივიდა

პოლიცია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 1 საათის შემდეგ მივიდა. როგორც პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ და როცა შეტყობინება შევიდა მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინეს რეაგირება.

"არ ვიცოდით. როგორც კი გვითხრეს, რომ მხარეები იყვნენ მოსულები, მაშინვე მოვედით", – განაცხადა პოლიციის წარმოადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქცია გამართეს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, "აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში". დემონსტრანტები სკანდირებენ: "ძირს "ნაციონალები"!, ძირს მკვლელები! გაუმარჯოს "ოცნებას"! აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები, ცოცხები და ყავარჯნები დაუშინეს და შენობაში მყოფი ხალხი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს. ჩამსხვრეულია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია II: "უცხოეთში ემსახურებიან მოხუცებს, ცუდი არაა, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, მამულს მიხედეთ"