ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს  მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევანისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც საკმარისი გახლდათ ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ლევანის აღნიშნული მოგება ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა ასანოიამასთვის, ვერცერთი რიკიში მის დაწევას ვეღარ შეძლებს.

ბაშოს წინ არსებული მიზანი ლევანმა შეასრულა და ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp