რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით, "RUSSIA" - ბათუმში მსვლელობა გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა. 

მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან. ისინი ხელში რუსეთის დროშებითა და ტრანსფარანტებით წარწერით "RUSSIA" გადაადგილდებიან.   

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp