"ცოდნა არის მამოძრავებელი ძალა, გზა, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ"

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! 26 მაისი უნიშვნელოვანესი დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სახალხო დღესასწაულით აღნიშნავს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს.  სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი „ეს დღე ჩვენია“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება. ცოდნა არის მამოძრავებელი ძალა, გზა, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ" - განაცხადა მინისტრმა. 

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"