ბათუმში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსული დროშების ფრიალის გამო, აჭარის განათლების მინისტრი პოსტს ტოვებს

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მსვლელობის დროს, რუსული დროშის გამოჩენას უკავშირდება.

"ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო ,შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. .

რუსული დროშები, დღეს ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. ფესტივალის მონაწილეებს რუსული დროშების გარდა, ჰქონდათ ბანერი წარწერით  - RUSSIA.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp