სომხეთი რუსეთისგან ავიაგამანადგურებლებს ყიდულობს

სომხეთი რუსეთისგან ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა გააკეთა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, ორ ქვეყანას მოლაპარაკებები სუ-30 ტიპის გამანადგურებლების შეძენაზე წარმოებს.

ამასთან, როგორც მინისტრი ამბობს, უახლოეს მომავალში ერევანი მოსკოვისგან სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის შეძენასაც აპირებს. 

ცნობისთვის: ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ–მინისტრად დანიშნვის შემდეგ რუსეთმა სომხეთს "თავდაცვის სფეროს განსავითარებლად 100 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp