აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან რუსული დროშების გამო გადააყენეს

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. 

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინი“ ფარგლებში იმართება. წელს პირველად, ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp