"თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა, თორემ მოგება კი არა, ფინალში ძლივს გავედი"

ნიჩბოსნობის მსოფლიო თასის პირველი ეტაპის მოგების შემდეგ ქართველემა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ გულშემატკივრებს მიმართა.

"მეგობრებო, მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება, ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა მიმეღწია ამ შედეგისთვის, თორემ მოგება კი არა ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რომ ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ, გვიყვარდეს ერთმანეთი

და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა?!" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

პოზნანში ზაზამ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

შემდეგი ეტაპი დუისბურგში 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონი სპორტსმენის მიერ ყველა შეჯიბრზე დაგროვებული ქულებით გამოვლინდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 19 სექტემბერს