27 –31 მაისის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში ისევ ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp