ილია მეორემ კლინიკაში გამოკვლევები ჩაიტარა

23-01-2020 13:02:06 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება, იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს, რაც 2018 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. კლინიკაში სწორედ ამ მიზნით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

განახლება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა" უკვე დატოვა.

მასთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.

როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აღნიშნა, პატრიარქი კლინიკაში გეგმური გამოკვლევების ფარგლებში იმყოფებოდა.

„მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ვალიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები