“საკვირველი იქნებოდა, პომპეოს რომ არჩევნები არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მა ამდენი რესურსები დაახარჯა. რატომ უხარია ოპოზიციას?“

28-07-2020 15:00:16 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"ვეცნობოდი ნაც-ოპოზიციის და მათი სატელიტების რეაქციებს გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე და სიმართლე გითხრათ ძალიან შემეცოდნენ, არა ნაცები კი არა, არამედ ისინი, ნაცების და სააკაშვილის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომი" რომ გაუჩნდათ და ნაზად რომ გაუწვნენ ქვეშ”,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.

მისი თქმით, "საკვირველი იქნებოდა, პომპეოს რომ არჩევნების თემა არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მ ამდენი ენერგია და რესურსები დაახარჯა".

"ვეცნობოდი ნაც-ოპოზიციის და მათი სატელიტების რეაქციებს გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე და სიმართლე გითხრათ ძალიან შემეცოდნენ, არა ნაცები კი არა, არამედ ისინი, ნაცების და სააკაშვილის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომი" რომ გაუჩნდათ და ნაზად რომ გაუწვნენ ქვეშ. აქცენტს აკეთებენ მხოლოდ იმაზე რა უთხრა პომპეომ გახარიას არჩევნებთან დაკავშირებით. საკვირველი იცით რა იქნებოდა?! პომპეოს რომ არჩევნების თემა არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მ ამდენი ენერგია და რესურსები დაახარჯა. რა თქმა უნდა იქნებოდა არჩევნებზე საუბარი და რატომ უხარია ეს ოპოზიციას არ მესმის. ტყუილად ჰგონიათ რომ ეს გადაარჩენთ, იმ რღვევის და არაადექვატური მოძრაობების ფონზე რაც მათ ბანაკში ხდება. პომპეომ და გახარიამ კიდევ სხვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, მაგრამ ნაცმედიას და იმ "სტოკჰოლმის სინდრომით" დაავადებულ შემადგენლობას ხომ ეს არ აინტერესებთ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები