მეგრელიშვილი – ენმ–ზე: „გამოირიცხა მათი ნარატივი, რომ ვინმე ჩაუდენელი დანაშაულის გამოა დაკავებული“

14-10-2020 19:28:57 ადამიანი და კანონი

„წითელი და მკაფიო ხაზი გაესვა "ნაციონალური მოძრაობის" ანტისამართლებრივ ისტერიკას და გამოირიცხა მათი ნარატივი, რომ ვინმე ჩაუდენელი დანაშაულის გამოა დაკავებული“ - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუქში“, პირად გვერდზე ნიკა გვარამიას თოქშოუ „მთავარ აქცენტებთან“ დაკავშირებით.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სისხლის სამართლის კოდექსის 308 მუხლის ფორმულირება ორ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს:

„აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცესში საქართველოსთვის საზიანოდ მიღწეული შეთანხმებების კანონიერებას საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწავლობს. დამდგარი შედეგის თვალსაზრისით 308 მუხლის ფორმულირება ორ მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: მუხლის პირველი ნაწილით, დასჯადია ნებისმიერი ქმედება მიმართული სხვა სახელმწიფოსათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება;მეორე ნაწილი საუბრობს უკვე დაკარგულ ტერიტორიაზე,დამდგარ მძიმე შედეგზე და ბრალეული პირის მიმართ 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ანუ 308-ე მუხლი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ დამოუკიდებლად იმისგან, ამ ქმედებებით საბოლოოდ საქართველომ დაკარგა თუ არა ტერიტორია!სამართალი დაცლილია ემოციებისა და პოლიტიკური გემოვნებისაგან დაამ თემაზე მსჯელობისას, სურვილის მიუხედავად ვერავინ გაცდება სამართლებრივ ფარგლებსა და ნორმის შინაარს.308 -ე მუხლში მკაფიოდ იკითხება, რომ აღნიშნული მიზნებისკენ მიმართული ქმედებები უკვე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, შესაბამისად დანაშაულია!აღნიშნული მუხლი სხვაგვარ განმარტებას არ ექვემდებარება!სამართლის, ზემოთხსენებულ შეუცვლელ და მიუკერძოებელ ბუნებას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, როცა გადაცემაში საკითხზე მსჯელობისას "მიზნის" მიუხედავად გვერდი ვერ აუარეს 308 -ე მუხლის ფორმულირებას, სადაც მკაფიოდ იკითხება, რომ აღნიშნული მიზნებისკენ მიმართული ქმედებები უკვე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება და შესაბამისად დანაშაულია!საბედნიეროდ ჯერ საზღვარს არა, მაგრამ წითელი და მკაფიო ხაზი გაესვა "ნაციონალური მოძრაობის" ანტისამართლებრივ ისტერიკას და გამოირიცხა მათი ნარატივი, რომ ვინმე ჩაუდენელი დანაშაულის გამო არის დაკავებული“ წერს თამთა მეგრელიშვილი.

ნობისთვის: საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". თავად დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ძიების პროცესი გრძელდება, მათ შორის, ამ ეტაპზე უცნობია მოტივიც.

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1: 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ რუქას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები