ნიკოლოზ მეტრეველი: „გაერთიანებულ ოპოზიციას არც ვირუსი გაუგია, არც – წესები“

16-10-2020 22:55:33 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მიერ ბათუმის ბულვარში გამართულ საარჩევნო ღონისძიებას ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი კრიტიკულად აფასებს. ღონისძიებაზე ხალხმრავლობა იყო, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი პანდემიის გამო გაცემულ რეკომენდაციებს არ ასრულებდა. ანალიტიკოსი აღნიშნულზე პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

„გაერთიანებულ ოპოზიციას არც ვირუსი გაუგია, არც წესები იცის, არც დავით–გარეჯი ადარდებს და არც ქართული მიწები, არ კანონი და არც ხალხის უსაფრთხოება... აი, ეს გააკეთეს ბათუმში, რომ უფრო მეტად გავრცელდეს ვირუსი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე დასტაბილურებული იყო... ამათი მომხრე როგორ უნდა იყო ადამიანი?“,– წერს მეტრეველი.

იხილეთ ასევე: ნიკოლოზ მეტრეველი: „გაერთიანებულ ოპოზიციას არც ვირუსი გაუგია, არც – წესები“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები