ანტისაოკუპაციო მოძრაობის ცნობით, ოკუპანტებმა ატოცი-ოქონას მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს

11-05-2021 16:30:38 კონფლიქტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ცნობით, ოკუპანტებმა ატოცი-ოქონას მონაკვეთზე მავთულხლართები გააბეს.

"ძალა ერთობაშიას" წევრი მიშა ბალიაშვილი აცხადებს, რომ მავთულხლართები 300-400 მეტრის სიგრძეზეა დამონტაჟებული.

"ეს არის ახალი მავთულხლართები. სადაც ვერ მოასწრეს, იქ რკინის და ხის ძელებია დარჭობილი",- აცხადებს ბალიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ამოქმედებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები