აფხაზეთის კოვიდ-ცენტრებში კატასტროფული ვითარებაა: ძირითადი აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა

21-07-2021 15:00:10

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის კოვიდ-ცენტრში ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფი მწყობრიდან გამოვიდა.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ დახმარებისთვის ბელარუს სპეციალისტებს მიმართა, რომლებიც ხვალ აღჭურვილობის დიაგნოსტიკას შეუდგებიან.

იმავე მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა ასევე რენტგენის აპარატი. "უცხოელი სპეციალისტები მასაც ხვალ შეისწავლიან და თავის დასკვნას წარგვიდგენენ" - აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.

გარდა ამისა, დიდი დატვირთვის გამო მწყობრიდანაა გამოსული მობილური გადასატანი რენტგენ-აპარატი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

"ბელარუსი ინჟინრები ამ აპარატის მდგომარეობასაც გაეცნობიან" - აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.

თუმცა უკვე ნათელია, რომ ისედაც მწირი რაოდენობის აპარატურა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების კატასტროფული სისწრაფით მატების ფონზე დატვირთვას ვერ უძლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები