კალაძე – გახარიას დებატებისას: „არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნაკომანია“

22-09-2021 00:36:30 პოლიტიკა

თბილისის მერობის პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი გიორგი გახარია მერობის კანდდატების დებატებისას დაინტერესდა ყოფილი თანაგუნდელის კახა კალაძის აზრით, იზიარებს თუ არა თანაპარტიელების ბრალდებებს.

„დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ – კახა კალაძე, იზიარებ?“,– ჰკითხა გახარიამ კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც კალაძემ უპასუხა: „მე მგონი, არავიდ დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნაკომანია“.

რაც შეეხება ენმ–სთან კავშირის თაობაზე ბრალდებებს, კალაძე ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება არ მოეწონა, თუმცა შინაარსში შესვლა არ სურს, რადგან ჯერ „კაცია და შემდეგ – პოლიტიკოსი“:

„რაც შეეხება შენს საქციელს, პირდაპირ ეთერში ვთქვი, შენც გითხარი, არ დავმალავ, არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. არ შევალ შინაარსში, არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როდესაც კითხვა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისმება. პირველ რიგში, მე ვარ კაცი და მერე – პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ, ამ დისკუსიაში შემოსვლა არ მინდა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები