ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

02-10-2021 11:42:36 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად დაიკეტა.

როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მოქალაქეებს გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ოკუპირებული აფხაზეთისკენ და არა პირიქით.

ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი ცალმხრივად დილით ჩაიკეტა ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, თუმცა მიზეზი უცნობია. უცნობია ისიც, უკავშირდება თუ არა აღნიშნული საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები