მოსკოვმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის დაპროექტებისთვის თანხა გამოყო

19-10-2021 20:01:53 კონფლიქტები

რუსეთის ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის დაპროექტებისთვის თანხა გამოყო. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნებულმა დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ აცნობა.

"ჩვენს რუს კოლეგებთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ, მათ შორის - სოხუმის აეროპორტის ამოქმედების და გავედით ახალ - ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე. უკვე თანხაც გამოიყო. მიმდინარე კვირას ინვესტორი ტენდერს ატარებს საპროექტო კომპანიის შესარჩევად. თავად პროექტი ექსპერტიზის გავლის შემდეგ დაახლოებით მომავალი წლის ოქტომბრისთვის იქნება მზად, აეროპორტის ამოქმედება კი 2024 წლის იანვრიდან იგეგმება" - აღნიშნა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.

დაახლოებით იმავე სტადიაშია, მისი ინფორმაციით, აფხაზეთის გაზიფიკაციის პროექტიც და შესაბამის შეთანხმებას უახლოეს ხანებში მოეწერება ხელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები