კიევში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

22-06-2020 09:14:11

კიევში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: დაღუპულია სამი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ცხრასართულიანი შენობა-ნაგებობიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. გამოძიება ორ სავარაუდო ვერსიაზე მუშაობს.