Accentnews.ge
"რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას"

"რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას"

07/11/2023 12:52:24 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თამაზ გინტურის სიკვდილით, მათ შორის პრეზიდენტი გახარებულია.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხის უნდა გამოვიდეს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით, პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც უნდა გაჩუმდეს, ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის, აი ეს ღირსება არ გააჩნია.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ 20:00 საათზე შეკრება დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, იქნება ხმა ევროპისთვის. შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო კონცერტი, რომელიც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო მეორე თანამოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S