Accentnews.ge
ლაიენი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში

ლაიენი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში

08/11/2023 11:36:20 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშორის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს შემთხვევაში ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ეს უფრო მკვეთრად „უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ და მიაღწიონ მეტ პროგრესს.

„საქართველოს შემხვევაში სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, გახდნენ ევროკავშირის წევრები. რა თქმა უნდა, ეს უფრო მკვეთრად უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მოქმედებებში, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შეასრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ ნამდვილად გადადგა პოზიტიური ნაბიჯები. მაგალითად, დეოლიგაქრიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ჯაბიჯი – ანტიკორუფციური ბიური შეიქმნა, დაინერგა პერსონალური მიდგომა, შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს“,– თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S