როდისთვის უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას
08/11/2023 11:58:06 პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა კითხვას, როდისთვის უნდა ელოდოს საქართველო უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას და არის ამის პირობები.
"პირველ რიგში, დღევანდელი დღე საზეიმოა საქართველოში. ხშირად როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას სტატუსის მინიჭებაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას, საშინაო დავალება უნდა შესრულდეს და ეს დეტალურად არის გაწერილი ანგარიშში და რეკომენდაციებში. კანიდატის სტატუსზე რეკომენდაცია არის საქართველოსთვის წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. ეს ასევე არის იმის აღიარება, რომ ქართველი ხალხის შთამბეჭდავ, აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, შეუერთდნენ ევროკავშირს",– უპასუხა კითხვას ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშორის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს შემთხვევაში ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ეს უფრო მკვეთრად „უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ და მიაღწიონ მეტ პროგრესს.
„საქართველოს შემხვევაში სრულად ვუსვამთ ხაზს, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ხაზგასმული მისწრაფება, გახდნენ ევროკავშირის წევრები. რა თქმა უნდა, ეს უფრო მკვეთრად უნდა იქნას ასახული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მოქმედებებში, რომლებიც უნდა იცავდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შეასრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ ნამდვილად გადადგა პოზიტიური ნაბიჯები. მაგალითად, დეოლიგაქრიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ჯაბიჯი – ანტიკორუფციური ბიური შეიქმნა, დაინერგა პერსონალური მიდგომა, შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს“,– თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.


