ბორელი: ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
08/11/2023 12:28:49 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
"ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე",- წერს ბორელი სოციალურ ქსელში.


