Accentnews.ge
ჰერჩინსკი: საქართველოს მიმართ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერში შეესაბამებოდეს ევროკავშირს, ეს მოიცავს საგარეო პოლიტიკასაც

ჰერჩინსკი: საქართველოს მიმართ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერში შეესაბამებოდეს ევროკავშირს, ეს მოიცავს საგარეო პოლიტიკასაც

08/11/2023 13:01:02 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს მოლოდინი, გაიზარდოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელი.

„საქართველოს მიმართ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერში შეესაბამებოდეს ევროკავშირს, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასაც. მიხარია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, მას ბევრი შეხვედრა ექნება და ეს უკვე იმის მცდელობაა, რომ გაიზარდოს შესაბამისობის მაჩვენებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად ან ყოველთვიურად ეს შესაბამისობის მაჩვენებელი გაიზრდება, რათა უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის პოზიციას, რომელზეც ჯერდება 27 სახელმწიფო. ნაბიჯ–ჯაბიჯ, ეტაპობრივად უნდა ვიქცეთ ერთ ორგანიზაციად და სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი“,– განაცხადა ელჩმა.

მას ასევე ჰკითხეს, დასრულდა თუ არა დისკუსია საქართველოს კონტექსტში კანდიდატის სტატუსის დამსახურებაზე.

„რას იმსახურებდა და რას არა საქართველო, ეს დისკუსია დასრულებულია. ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გაუწია რეკომენდაცია და იმედი გვაქს, რომ წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან ევროკომისიის რეკომენდაციას და ერთსულოვნად გადაწყვეტენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამა წლის დეკემბერში“,– უპასუხა კითხვას ელჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S