ბადრი ჯაფარიძე: ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი
08/11/2023 13:46:09 პოლიტიკა
პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი.
"ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების რეკომენდაცია. ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო "ქართულ ოცნებას". ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგი. ახლა უკვე გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს ჯაფარიძე.
ევროკომისიამ დღეს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.


