Accentnews.ge
პაპუაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე ძლიერი პასუხია, რომ საქართველო მარტო არ არის

პაპუაშვილი: ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე ძლიერი პასუხია, რომ საქართველო მარტო არ არის

08/11/2023 13:47:35 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის თაობაზე და ამბობს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე ძლიერი პასუხია, რომ საქართველო მარტო არ არის.

მისივე თქმით, განგვიმტკიცდა რწმენა, რომ თავისუფლებისთვის ქართველების ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია.

"მისასალმებელი და დასაფასებელია ევროკომისიის შეფასება და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა. ევროკავშირმა ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი შეუქცევადად აღიარა და ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. კიდევ უფრო განგვიმტკიცა რწმენა, რომ თავისუფლებისთვის ქართველი ერის თავგანწირულ ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია და ის ლოგიკურ შედეგამდე აუცილებლად მივა, რომ საქართველოს ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი სათანადოდ იქნება აღიარებული და დაფასებული - რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასწლოვან მემკვიდრეობასა და 1989 წლის 9 აპრილის გმირების მიერ დაწყებულ საქმეს ღირსეული გაგრძელება ექნება.

სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს უკვდავი შვილის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების დასტურია, წმინდა ილია მართალის განვლის გზას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე ძლიერი პასუხია, რომ საქართველო მარტო არ არის და ჩვენ გვერდით ევროპელი პარტნიორები და მეგობრები დგანან. ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი",– ამბობს შალბა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს უკეთეს მომავალს მყარ საფუძველს უქმნის:

"დღევანდელი გადაწყვეტილებით ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და იწყება გრძელი გზა ევროკავშირის წევრობისკენ",– ამბობს პაპუაშვილი და დასძენს, "საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია".

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S