ვიოლა ფონ კრამონი: ეს მიღწევა ქართველ ხალხს ეკუთვნის
08/11/2023 14:59:13 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ეს მიღწევა ეკუთვნის ქართველ ხალხს.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ მიღწევის დამსახურება ქართველ ხალხს ეკუთვნის”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.


