Accentnews.ge
პრეზიდენტი: ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

პრეზიდენტი: ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

08/11/2023 16:59:52 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ლობირებას კვლავ გააგრძელებს.

"რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“,-განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S