ვედანტ პატელი: მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის გაფართოებისთვის, ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის
09/11/2023 06:22:12 პოლიტიკა
ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის, - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ევროკომისიის გუშნდელ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, აშშ მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის გაფართოებისთვის.
"მივესალმებით ამ განცხადებას ევროკომისიისგან მისი რეკომენდაციების შესახებ ევროკავშირის გაფართოებისთვის. მყარად ვუჭერთ მხარს ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს, როგორც იცით, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის, და კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს ვახალისებთ მომენტით ისარგებლონ, რათა მათი სრული პოტენციალი გამოავლინონ”, - განაცხადა პატელმა.


