Accentnews.ge
რუმინეთის პრეზიდენტი: მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

რუმინეთის პრეზიდენტი: მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ

09/11/2023 06:26:28 პოლიტიკა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

"მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმ პირობით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები. ასევე მივესალმები, ევროკომისიის რეკომენდაციებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიღწევა მოხდება. რუმინეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევრ ოკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემდეგ 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S