Accentnews.ge
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

09/11/2023 08:12:36 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც სენატის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S