კოლომინა: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოსა და საერთო ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების აღიარებაა
09/11/2023 08:18:43 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა
„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოსა და საერთო ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულების აღიარება“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.


