გალერი – სტატუსზე: ეს მოსკოვს აჩვენებს, რომ, მათ შორის საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის
09/11/2023 12:51:42 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა.
„საქართველოს მოქალაქეები, პრეზიდენტი, მამაცი ოფიციალური პირები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმსახურებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა გასწიოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რათა ქვეყანა მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და არ იქცეს ავტოკრატების სათამაშოდ. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი მოსკოვს აჩვენებს, რომ ამ სამ ქვეყანას [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ისინი ეკუთვნიან ევროკავშირს”, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.


