Accentnews.ge
ჯიმ რიში: თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს

ჯიმ რიში: თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს

10/11/2023 07:17:03 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრის, სენატორ ჯიმ რიში განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მთავრობამ პირობები უნდა შეასრულოს.

"გამამხნევებელია ევროკავშირის შეაფასა, რომ როგორც უკრაინამ, ისე მოლდოვამ მიაღწიეს საკმარის პროგრესს რეფორმებისა და ანტიკორუფციული სამუშაოების მიმართულებით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ვაფასებ იმ რთულ გადაწყვეტილებებსა და მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მოხარული ვარ, რომ მათ გააკეთეს ევროპული არჩევანი. რა თქმა უნდა, უკრაინასა და მოლდოვას გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი, სანამ ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნებიან. თუმცა მე გავაგრძელებ მათ მხარდაჭერას.

კომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება - უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ", – ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S