Accentnews.ge
როთი: ევროკომისიის გადაწყვეტილება უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის

როთი: ევროკომისიის გადაწყვეტილება უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის

10/11/2023 07:30:45 პოლიტიკა

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

"საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა - ის დაშორდა ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის", – წერს როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ეს ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ. აღნიშნული კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S