Edison Research: გამოკითხულთა 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია
10/11/2023 08:31:06 პოლიტიკა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.
კითხვაზე, "გსურთ, რომ ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში", პასუხები ასე გადანაწილდა:
- ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 68%
- "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში - 32%
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენა ერჩივნა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


