Edison Research: გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას
10/11/2023 08:33:26 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% კი წინააღმდეგია.
ამავე კვლევის ფარგლებში, კითხვაზე: "რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას", პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის გამო - 47%
- ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო - 30%
- დემოკრატიის განვითარების გამო - 14%
- საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარების გამო - 9%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


